მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა დოლიძე თანამშრომლობდა ორგანიზაციასთან, რომელიც სტრასბურგში უჩივის საქართველოს სახელმწიფოს მძინარე ცხინვალის...

ანა დოლიძე თანამშრომლობდა ორგანიზაციასთან, რომელიც სტრასბურგში უჩივის საქართველოს სახელმწიფოს მძინარე ცხინვალის დაბომბვის ბრალდებით

Published on

 გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად  თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ანა დოლიძე წარადგინა. ჯერჯერობით გაურკვეველია, დაუჭერს თუ არა მის  კანდიდატურას მხარს უმრავლესობა, თუმცა ცალკეული დეპუტატების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ იგი მაღალი კვალიფიკაციის  იურისტია და სამართლიანი მოსამართლე იქნება.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას,  დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ  გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის თანახმად ანა დოლიძე   2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” თანამშრომლობდა.

"2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა მოსკოვში არსებულ, ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა უფლებათა სასამართლოში, სტრასბურგში უჩივის საქართველოს სახელმწიფოს და ამტკიცებს, რომ ცხინვალის დაბომბვის დროს, საქართველო განზრახ მოკლა რუსეთის მოქალაქეები,“ – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი. 

ანა დოლიძემ დღეს არ ისურვა დაეკონკრეტებინა რა აკავშირებდა ამ ორგანიზაციასთან. თუმცა აცხადებს, რომ, თუ ასეთი კითხვები არსებობდა, უფრო ლოგიკური იყო დასმულიყო  თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მისი დანიშვნიდან განვლილი ათი თვის მანძილზე. 

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანა დოლიძის ბიოგრაფიის მიმართ კითხვები არ აქვთ. „არავითარი საფუძველი იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანა დოლიძეს რაიმე ფორმის სიმპათიები გააჩნია, არ არსებობს, ეს აბსურდია,“ – აცხადებს თამარ კორძაია

 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...