მთავარისიახლეებისაზოგადოებასატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა

სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა

Published on

სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა და ამაზე რეაგირებას ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო, – განაცხადა შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბარში  მთავრობის სხდომის შემდეგ.

ასე გამოეხმაურა იგი  ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აფთიაქებმა შემოიღეს სპეციალური ბარათები, რომელთა მფლობელებს შეუძლიათ ექიმთან სატელეფონო საუბრის საფუძველზე  შეიძინონ  მედიკამენტი, რომელიც მხოლოდ რეცეპტით უნდა გაიცეს.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს რა არის ელექტრონული რეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია. რაც შეეხება ონლაინ რეცეპტებს, ეს მიღებული ფორმაა და 2 წელია უკვე რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს. მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება იმის შესაძლებლობა, როდესაც პაციენტს აღარ ექნება საჭიროება ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. ექიმი როდესაც გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება ეს ინფორმაცია პირდაპირ ატვირთოს, პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს და აფთიაქს ექნება საშუალება დადასტურებულად, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი", -განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...