მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში გიორგი ჩარქსელიანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა

ზუგდიდში გიორგი ჩარქსელიანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა

Published on

ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-უნივერსალის, წმინდა გაბრიელის სახელობის საქველმოქმედო ფონდის, ზუგდიდი ჰოსტელისა და კულტურის ცენტრ ოდიშის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია-კონცერტი სახელწოდებით“ვიზრუნოთ პატარებზე“  ჩატარდა, რომელიც წლისა და ორი თვის უშგულელ გიორგი ჩარქსელიანს მიეძღვნა. გიორგის ცოტა ხნის წინ ექიმებმა მძიმე დაავადება თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. პატარა გიორგი უშგულში ცხოვრობს, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და მკურნალობისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ აქვს. არტ-უნივერსალის მიერ ორგანიზებულ აქცია-კონცერტზე პატარა გიორგი ჩარქსელიანის დასახმარებლად 4530 ლარი შეგროვდა.

გიორგი ჩარქსელიანი უშგულში დოკუმენტური ფილმის გადასაღებას ჩასულმა თვენთინ სტეპს პროდაქშენის ჯგუფმა აღმოაჩინა. შემოქმედებითი ჯგუფი მსახიობ მიშა გომიაშვილთან ერთად საქველმოქმედო აქცია კონცერტსაც დაესწრო. საღამოზე რამდენიმე სიმღერა ადგილობრივმა შემსრულებლებმა ვახო გოგილავამ და ჯგუფმა Under 7 შეასრულეს.

 საქველმოქმედო აქცია-კონცერტზე შემოსული მთლიანი თანხა გიორგი ჩარქსელიანის დახმარების ფონდში ჩაირიცხება.

სიახლეები

3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში...

კაცს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა – ტრაგედია მარნეულში, გზის გაყვანის დროს

კაცს მარნეულში მძიმე ტექნიკით გზა გაჰყავდა, რა დროსაც მოქალაქეს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა...

უამინდობის გამო, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას დენი შეფერხებით მიეწოდება

"უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი...

“ჩქაროსნული” მატარებლებით მგზავრობის ეპიზოდები, რომელთა დატოვებასაც 2025-ში ისურვებდით

როცა ვაგონები გრაგანებენ გამალებით, მიქრიან და იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, უკვე ძალიან კარგი...