მთავარისიახლეებიპოლიტიკანარმანია თბილისის მერის პოსტზე ბოლო დღეებს ითვლის?

ნარმანია თბილისის მერის პოსტზე ბოლო დღეებს ითვლის?

Published on

თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს  ინფორმაციას მის მიერ  დედაქალაქის მერის   პოსტის შესაძლო  დატოვების შესახებ და აცხადებს, რომ ეს საკითხი  დღის წესრიგში არ დგას ადგილობრივი თვითმმართველობის  მომავალ არჩევნებამდე, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. თუმცა იგი ვერ მალავს გაღიზიანებას ექსპერტების მიერ მედიაში სულ უფრო ხშირად გამოთქმულ მიოსაზრებაზე, რომ იგი ამ პოსტზე ბოლო დღეებს ითვლის – ჩვენი მტრისთვის იყოს ბოლო დღეები" – აცხადებს იგი ჟურნალისტევბის კითხვის პასუხად.

სოციალურ ქსელში დავით ნარმანიას გაღიზიანება  უკავშირდება   ლევან ვასაძის მიერ  ,,კვირის პალიტრასთან"' ინტერვიუში გამოთქმულ თვალასაზრისს,  რომ თბილისს ახალი მერი სჭირდება, რადგან ამჟამინდელი  მერი დედაქალაქში  არსებულ გამოწვევებს თავს ვერ ართმევს და "თავადაც ძალიან გაწვალდა მერის თანამდებობაზე".

"ეუბნებოდა მთელი თბილისი "ქართულ ოცნებას", არ ქნათ ეგ საქმე, ვერ ივარგებსო, მაგრამ მაინც თავისი გაიტანეს, რადგან მიშას გადაგარჩინეთ, ახლა დაგვიჯერეთო. ნურავის ნუ ეწყინება, მაგრამ ჩემი აზრით, თბილისს ახალი მერი სჭირდება, რომელიც უფრო შესატყვისი იქნება ქალაქის წინაშე მდგომი კულტურული და სოციალური გამოწვევებისა", – განაცხადა ლევან ვასაძემ

 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...