მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთიანი ნაციონალური მოძრაობა: დგას საშიშროება, გლეხმა მამაპაპისეული მიწა დაკარგოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: დგას საშიშროება, გლეხმა მამაპაპისეული მიწა დაკარგოს

Published on

,,მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით დადგა საშიშროება, რომ გლეხმა მიწა დაკარგოს'' – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გამოტქვამს მზაობას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი შესთავაზოს პარლამენტს.

ამის შესახებ ითქვა  დღევანდელ  პრესკონფერენციაზე,რომელიც   პარტიის წარმომადგენლებმა გიგი წერეთელმა და გიორგი ღვინიაშვილმა გამართეს.

ჩვენ პარლამენტში შეგვაქვს  კანონპროექტი, რომელიც შემუშავებულია   მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და იმ  პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რომელიც უსათუოდ მოყვება მთვაერობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცებასა და რეალიზაციას , რადგან მისი ამოქნმედების შემთხვევაში,  თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ასეთი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.-  განაცხადეს მათ.

ალტერნატიული პროექტის არსებითი განსხვავება მთავრობის მიერ წარდგენილისაგან იმაში მდგომარეობს, რომ  იმ შემთხვევებში, როდესაც გლეხს არა აქვს მიწაზე მფლობელობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტები, მაგრამ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელია საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, ეს უსასყიდლოდ უნდა  გააკეთდეს და გლეხს მიწა საკუთრებაში გადაეცეს.“ – აცხადებენ პარტიაში.

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...