მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივით გამოდის

სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივით გამოდის

Published on

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები  აცხადებენ, რომ აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, როგორც მექანიზმი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემური წამების პრევენციისათვის .  შესაბამისი კანონპროექტი, რომელზედაც მუშაობდა ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, დღეს წარმოდგენილ იქნა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებიან. 

კანონპროექტის წარმომდგენთა თქმით,  აქ არ არის საუბარი ცალკე სამინისტროს ან ცალკე პროკურატურის შექმნაზე, ეს ორგანო არ დაექვემდებარება არც ერთ უწყებას  და არ იქნება მიბმული რომელიმე პოლიტიკური პარტიის მმართველობასთან. მას ექნება უფლება დამოუკიდებლად აწარმოოს  გამოძიება და აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა  სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მიერ  ჩადენილ დანაშაულებებზე. დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო დაახლოებით 30-40 ადამიანით უნდა იყოს დაკომპლექტებული. მას  უხელმძღვანელებს კომისარი, რომელსაც   7 წლის ვადით  აირჩევს პარლამენტი. კომისარს ეყოლება თავისი გამომძიებლები და პროკურორები. დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს დაფინანსების ძირითადი წყარო იქნება ბიუჯეტი, თუმცა საწყის ეტაპზე მას ექნება უფლება, სახსრები მიიღოს ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან 

 

 კანონპროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ომბუდსმენმა, მისი თქმით, მსგავსი ორგანოს შექმნა  ბოლო სამი წლის მანძილზე   ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო მის საპარლამენტო ანგარიშებში. „ვხედავთ, რომ პრობლემა ამ სფეროში კვლავ არსებობს, ამიტომ აუცილებელია სისტემურ პრობლემებზე სისტემური პასუხების გაცემა. სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა იყოს პასუხი არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა კონფერენციაზე.  როგორც შეხვედრის მონაწილეთა მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, ამ საკითხის მიმართ მმართველ კოალიციაში  სხვადასხვა დამოკიდებულებები აქვთ, უპირატესად იკვეთება ტენდენცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს სამოქალაქო სექტორის ამ ინიციატივას, რადგან თვლის, რომ ამის საჭიროება არ არსებობს –  პროკურატურაში მსგავსი სტრუქტურა უკვე მუშაობს და სასურველი იქნებოდა მისი გაძლიერება.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ საპარლამენტო უმცირესობაში. ნაციონალური მოძრაობის წევრების აზრით, ეფექტური გამოძიებისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა აუცილებელია.

 

 

 



ნ. 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...