„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს“ – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2 -ის გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ სტუმრობისას განაცხადა. ექს-პრეზიდენტის თქმით, "2012 წელს ჩვენ ვიგებდით ყველა გამოკითხვით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ წავაგებდით. ახლა, რასაც არ უნდა მეუბნებოდნენ გამოკითხვები, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ. ეს გრძნობა არასდროს მღალატობს". ის ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას განახლება და ახალი სისხლი სჭირდება. ამ თემაზე საუბრისას ის პოლონეთის მაგალითსაც იშველიებს და ამბობს, "კაჩინსკის პატარ-პატარა ჯგუფები კი არა, 70% გაექცა და მაინც ლამის საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობაში ლამის ყველა ადგილი აიღო" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა მის სამომავლო მიზნებზეც გააკეთა კომენტარი. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული მიზნები აქვს. „"საქართველოში ჩემი მიზნები არის ძალიან კონკრეტული. საქართველოში ჩვენ დავიწყეთ დიდი მოძრაობა, რომელსაც ჭირდება გაგრძელება და არ უნდა დავუშვათ უკან დაბრუნება. საქართველო არის ჩემი არსებობის ძირითადი ნაწილი. ყველაფერი, რაც შევქმენით როგორც პატარა ბავშვი, გავზარდეთ და ვაქციეთ რაღაცად. ჩვენი პროექტები არის ჩემი და ჩემი მეგობრების პირმშო. საქართველო არის ჩვენი მშობელი. უარის თქმა არც შვილზე და არც დედაზე არ გამოდის" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ექსპრეზიდენტის თქმით, უნიკალური შემთხვევაა, რომ ერთ პოლიტიკოსს ერთ ქვეყანაში ჰქონდეს ისტორია გადაწყვეტილებების, მეორე ქვეყანაში გადავიდეს და მეორე ქვეყანაშიც მაშინვე მოექცეს პროცესების ცენტრში და სიტყვა ეთქმოდეს. "ძალიან ბევრი ევროპელისთვის ძნელი გასაგებია. ეს ისე ხდება, რომ ჩვენი ქვეყნების ბედი დაკავშირებულია ერთმანეთთან. ნებისმიერი უკრაინელი ტაქსისტი მოგყვებათ საქართველოში რისი გაკეთება შევძელით, რისი გაკეთება ვერა, რატომ წამოვედით საქართველოდან, ვინ არის საქართველოს მთავრობაში და ა.შ." – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „განსხვავებულ აქცენტებში“ სტუმრობისას.
სიახლეები
სიახლეები
REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...
სიახლეები
მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე
„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...
სიახლეები
გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე
„გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...
სიახლეები
ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“ ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...