გარემოს ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 22 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. დღეს კი ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. მათ შორის მოთოვს ბაკურიანში და გუდაურში. 22 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება და უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ითოვებს და მოსალოდნელია ქარბუქები. ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. 21 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში ბარში დღისით ჰაერის ტემპერატურა +5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში _ 11-16 გრადუსის ფარგლებში. 22 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც დაიწევს და დღისით 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში – 7-12 გრადუსის ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ღამით ყინვა -2:+3 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა 0;+5 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვები შენარჩუნდება და საშუალოდ -8;-10 გრადუსის ფარგლებში იქნება.
22 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
სიახლეები
მსოფლიო
აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა
შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...
კულტურა
სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა
„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...
პოლიტიკა
მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის
თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...
მსოფლიო
სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...