მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ზუგდიდს ეწვევა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ზუგდიდს ეწვევა

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20 თებერვალს ზუგდიდს ეწვევა. მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრს დაათვალიერებს. 15 მილიონ ლარად ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. ცენტრი სრულად გაზაფხულზე ამოქმედდება, სადაც 1000-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. პრემიერ-მინისტრი ეწვევა რუხის საზოგადოებრივ ცენტრს. დღეს უკვე 31 სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ საშუალება, ისარგებლონ საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი დონის მომსახურებით. პრემიერი ასევე დაათვალიერებს რუხის მრავალპროფილიან საავადმყოფოს მშენებლობას, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 41 264 000 ლარია. გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც 7 233 მაყურებელზეა გათვლილი. პრემიერ-მინისტრი შეხვდება შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს და მათ განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის პრიორიტეტებს გააცნობს. გიორგი კვირიკაშვილი კურორტ თეთნულდს ეწვევა, სადაც თეთნულდის საბაგიროს გაშვებას დაესწრება. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა მშენებლობის პირველი ფაზა, კურორტი ოფიციალურად გახსნილია და მართვაში გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...