თბილისის მერია პროკურორის შვილის პარიზში ცხოვრებას აფინანსებს

0
448

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერის დავით ნარმანიას ხელმოწერილ სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროებენ.

დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით თბილისის ისნის რაიონის პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს 5400 ლარი გამოეყო. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ამ თანხით მისი საფრანგეთში, ქალაქ პარიზში ცხოვრების და სწავლის ხარჯების ანაზღაურება მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანზაციის თავმჯდომარე ნიკა მელია და საკრებულოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე, რომლებიც ამ დოკუმენტს ასაჯაროებენ, აცხადებენ, რომ ,,მაშინ, როცა თბილისში უამრავი სტატუსეჩერებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტია, ნარმანიას ეს ქმედება დაუშვებელია და ადგილი აქვს კანონის დარღვევას''

წინა სტატიაუცხოეთში დასაქმების ცენტრების დარეგისტრირება – ტრეფიკინგის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიააფხაზი მეცნიერები: ,,თუ ძველი გვარები არ დავიბრუნეთ, როგორ ავუხსნათ ქართველებს, რომ ჩვენ არანაირი ქართველური წარმოშობა არა გვაქვს?”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური