როგორ ატყუებენ პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები ბანკების კლიენტებს

0
567

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები" ე.წ. “ პრობლემური სესხების ამომღებ კომპანიებსა'' და დავალიანების მქონე კლიენტებს შორის  ურთიერთობის პრობლემას ეხმაურება.

15 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში   ”როგორ ატყუებენ შპს “ტრიბა”, შპს “საკრედიტო ბიურო” და სხვა პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები ბანკების კლიენტებს'', აღნიშნულია, რომ არსებული პრაქტიკის თანახმად, საფინანსო ინსტიტუციები პრობლემურ ვალდებულებებს გადასცემენ ე.წ. “ამომღებ კომპანიებს”, რომლებიც ძალიან ხისტი, ხშირ შემთხვევაში, უკანონო მეთოდებით ცდილობენ გაპრობლემებული ვალდებულებების ამოღებას. ასეთი კომპანიების საქმიანობის სტილი და შინაარსი, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ პრობლემურ მსესხებელს კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს, შესაბამისად, არსებულ სოციალურ პრობლემატიკა მწვავდება.

მოვალეთა რეესტრის ნეგატიურ სიაში ჩანაწერთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ინსტიტუტებთან პრობლემა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს. ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში თანხობრივად პრობლემური სესხები 5%-ს არ აღემატება. – წერს სტატიის ავტორი ლევან მარტაძე .

ქართულ ბანკებში მიღებული პრაქტიკის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრობლემური სესხი სპეციალურ სამსახურებს გადაეცემათ, რომლებიც პრობლემურ მსესხებელს სესხის დაბრუნებას აიძულებენ.  კერძო საფინანსო საკრედიტო კომპანიებს, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებას უზრუნველყოფენ, ხშირად შეცდომაში შეჰყავთ კლიენტები.

საერთო ჯამში ასეთი კომპანიების რაოდენობა ათამდეა. მათი უმრავლესობა ახალდაფუძნებულია და ონლაინსესხების გამცემ კომპანიებს ემსახურება.

მიღებული პრაქტიკის თანახმად, ისინი  უკავშირდებიან პრობლემურ კლიენტებს და ერთგვარ შანტაჟს მიმართავენ მათ წინააღმდეგ, ემუქრებიან სასამართლოთი, ქონების გაყიდვით და ათასგვარი პრობლემის შექმნით, რის შემდეგაც შეშინებული კლიენტი შედის მათთან გარიგებაში და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იწყებს თანხის გადახდას. 

რა არის პირველი და უმთავრესი, რაც ამ კომპანიებთან ურთიერთობაში კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს: არავითარ შემთხვევაში არ უნდა იურთიერთოს მათთან ადვოკატის ან იურისტის კონსულტაციის გარეშე. თუ ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა კლიენტს არ აქვს, ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხის დაზუსტება და წერილობითი ფორმით ვალდებულებების განსაზღვრა უნდა მოხდეს სასამართლოში. კლიენტმა თანხა არ უნდა გადაიხადოს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ამ შემთხვევაში მას აუცილებლად შეუცვლიან პირობას და მოუწევს მეტის გადახდა, ვიდრე პირველადი ზეპირი შეთანხმებით.

კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო არ არის სადამსჯელო სისტემა, მას იქ არავინ დასჯის. მიღებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პრობლემურ კლიენტს დააკისრებს ძირი თანხის და პროცენტის სრულად გადახდას და დაკისრებული ჯარიმის 10%-ს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გაფორმდება წერილობითი შეთანხმება და შეთანხმებულ თანხას აღარ დაერიცხება პროცენტი და საურავი. შესაძლებელია, კლიენტს დაეკისროს სასამართლოს ბაჟის გადახდა. თუმცა, ეს თანხა იმდენად მიზერულია, იმ თანხასთან შედარებით, რომლის გადახდაც შპს ,,ტრიბას” ან შპს ,,საკრედიტო ბიუროსთან” ზეპირი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მოუწევს, რომ გაცილებით ნაკლებ ზარალს განიცდის.

ასე რომ, ნუ დაუშვებთ სხვების მიერ უკვე მრავალგზის დაშვებულ შეცდომას, არ შეხვიდეთ ზეპირ გარიგებაში შპს ,,ტრიბას” ან შპს ,,საკრედიტო ბიუროს” წარმომადგენლებთან, ისინი აუცილებლად მოგატყუებენ და დაგაზარალებენ. დაიცავით საკუთარი უფლებები სასამართლოში. – ურჩევს პრობლემური სესხების მქონე სტატიის ავტორი. მოქალაქეებს გა,პცემას ,,ბანკები და ფინანსები" 

 

წინა სტატიამორიგი ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ისევ სიცრუე აღმოჩნდა
შემდეგი სტატიადაინტერესდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღით?!
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური