მთავარისიახლეებიუკრაინამორიგი ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ისევ სიცრუე აღმოჩნდა

მორიგი ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ისევ სიცრუე აღმოჩნდა

Published on

უკრაინის ანტიკორუფციულმა ეროვნულმა ბიურომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დახურა. ამის შესახებ ბიუროს დირექტორმა  არტიომ სიტნიკოვმა ტელეარხ ესპრესოს ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი პირადად მივიდა ბიუროში თხოვნით შეესწავლათ პირადად მისი და ფონდის საქმიანობა.

 საკაშვილის ეს მიმართვა მოჰყვა  "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატის, დიმიტრი გოლუბოვის განცხადებას, რომელმაც გასული წლის 9 დეკემბერს უმაღლესი რადის ტრიბუნიდან დაადანაშაულა ოდესის გუბერნატორი  და მისი გუნდი   კორუფციასა და ფულის გაფლანგვაში  ფონდიდან, რომელიც თავად მან შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე სამხედროების რეაბილიტაციის მიზნით 

,, როცა ეს პარლამენტარი დაკითხვაზე დავიბარეთ და გავაფრთხილეთ, რომ თუ ბრალი არ დადასტურდა,  იგი პასუხს აგებს წინასწარგანზრახული ცრუ ბრალდებისათვის , აღმოჩნდა, რომ მას აღარ სურს მისცეს ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ , ამიტომ მისი მიმართვის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ,    შეწყდა. '' – განაცხადა   არტიომ სიტნიკმა 

 

 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...