მთავარისიახლეებისაზოგადოება„მაგთიკომის“ პრეზიდენტი დევიდ ლი - მალე საქართველოს ინტერნეტი არ იქნება თავისუფალი

„მაგთიკომის“ პრეზიდენტი დევიდ ლი – მალე საქართველოს ინტერნეტი არ იქნება თავისუფალი

Published on

რუსეთის კონტროლი ინტერნეტზე იქნება კატასტროფა, საცალო ინტერნეტის ქსელი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე რუსეთის სამხედრო ბაზა თბილისში, მთავრობას ძინავს – ასეთ კომენტარებს აკეთებს “კავკასუს ონლაინსა” და “ბილაინს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებაზე  კომპანია „მაგთიკომის“ პრეზიდენტი დევიდ ლი. 

როგორც დევიდ ლი სოციალურ ქსელში წერს, მალე საქართველოს ინტერნეტი არ იქნება თავისუფალი, პირიქით,  ოკუპანტზე იქნება დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა,როგორც მოქალაქე ვფიქრობ, რომ სახიფათო და გიჟი გადაწყვეტილებაა“,-წერს „მაგთიკომის“ პრეზიდენტი.

მისივე თქმით, „მხოლოდ იდიოტი მიყიდის ინტერნეტის ქსელს მტერს, რომელიც არის ოკუპანტი თავის ქვეყანაში“.

როგორც დევიდ ლი წერს, სამწუხაროდ ყოფილი პრეზიდენტის საერთაშორისო იმიჯი არ არის საკმარისი დღეს აქ ან დასავლეთში.

„მიმდინარე მთავრობას ძინავს. მუქარა რუსეთიდან არის ძალიან სერიოზული. „გაზპრომი“ და ვიმპელკომი არიან რუსული კომპანიები,  გაზი და ინტერნეტი  – სტრატეგიული რესურსები. მე სულ ვერ გავიგე, რატომ მთავრობამ არ იცის ის, რომ  რუსეთის კონტროლი ინტერნეტზე იქნება კატასტროფა სიტყვის თავისუფლებისთვის  …საცალო ინტერნეტის ქსელი არის უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ახალი რუსეთის სამხედრო  ბაზა დედაქალაქში“,-აცხადებს დევიდ ლი.

დევიდ ლიმ დღეს 2030-სთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა,  რომ განმარტებებს ხვალ გააკეთებს. „მაგთიკომის“ პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ რასაც ლი სოციალურ ქსელში წერს,  მხოლოდ მისი მოსაზრებაა.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...