მთავარისიახლეებისაზოგადოებადაინტერესდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღით?!

დაინტერესდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღით?!

Published on

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ციხისძირის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღითაც დაინტერესდეს და თვალი 200 წლოვან ხეებს დაადგას. ამჟამად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამი უიშვიათესი ხეა, რომელიც ეკატერინე დადიანმა საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა და რომელიც ევრაზიის კონტინენტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მისი გადატანა შეკვეთილში სურს.

ადგილობრივები ივანიშვილის გაუხმაურებელ ვიზიტს იხსენებენ, როცა ის ჯერ ანაკლია-განმუხურში ჩავიდა, ხოლო შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა. მოსახლეობა ამბობს, რომ თუ აღნიშნული ეჭვები გამართლდა, ისინი წინ აღუდგებიან ამ ფაქტს და თუ საჭირო გახდა თავად დაიცავენ უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 26 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული და ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის მცენარეებია გაშენებული, მათ შორის ზოგიერთი ორი საუკუნისაა. 

სიახლეები

“ფორმულას” თანამშრომელი, ცირა ჟვანია დააკავეს

პოლიციამ "ფორმულას" კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა - ცირა ჟვანია, რომელიც ტელეკომპანიის სოციალური მედიის განყოფილებაში...

“ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია დააკავეს

"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია დააკავეს. ის, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის, ან ნიღბის ტარებისთვის...

მწერალი ბექა ქურხული დააკავეს

მწერალი ბექა ქურხული, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის, ან ნიღბის ტარებისთვის დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

ყველაფერი ვიცი, გამოძიებამ უნდა გიპასუხოთ – კობახიძე ღარიბაშვილ-ლილუაშვილის საქმეზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილი...