მთავარისიახლეებისაზოგადოებაცაიშის სასათბურე მეურნეობის მუშები გაიფიცნენ

ცაიშის სასათბურე მეურნეობის მუშები გაიფიცნენ

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში კომპანია „STIMOR ASSOCIATE”-ს სათბურის 70-მდე თანამშრომელი გაიფიცა.გაფიცულები აცხადებენ, რომ მოითხოვეს ყოველდღიური 20-ლარიანი ანაზღაურების 5 ლარით გაზრდა, რის გამოც ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობამ სამსახურიდან მათი ნათესავებიც დაითხოვა.გაფიცულებს სოფლის გამგებელი ალექსი ლიპარტია შეხვდა, რომელმაც მუშებს განუცხადა,რომ კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრა და მათგან მიიღო თანხმობა, რომ მუშები სამუშაოს დაბრუნებოდნენ. „STIMOR ASSOCIATE”-ს  ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და სატელეფონო კომენტარი ჩაწერეს, კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს   განუმარტა, რომ მუშების გათავისუფლება არ მომხდარა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლიკა ქორთიას განცხადებით, სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულებს მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას არ შეეძლო ხელფასების გაზრდა.ჯერჯერობით გაფიცული მუშები კომპანიის შეთავაზებაზე უარს ამბობენ,მათი განცხადებით, საპროტესტო აქციებს მანამ გააგრძელებენ,სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

სიახლეები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...

ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,...