მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმის ყუბანის კაზაკთა ატამანი ხევში გადაიჩეხა

სოხუმის ყუბანის კაზაკთა ატამანი ხევში გადაიჩეხა

Published on

.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ელგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად  13 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით ცხრის ნახევარზე სადიდპეტჩეროშიშევიდა სატელეფონო შეტყობინება, რომ სოფელ კამანთან,  სოხუმჰესის კაშხლის სიახლოვეს,   ხევში დაახლებით 15 მეტრის სიმაღლიდან   ორი ადამიანი გადაიჩეხა. ხევში ჩასულ მაშველებს ორივე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.  მდინარეში ნაპოვნ გვამებში სოხუმის კუბანის კაზაკების სამხედრო შენაერთის  ატამანი ვლადიმირ მოსკალენკო და მისი მოადგილე ვალერი ჯუმიადი ამოიცნეს. პირველი 1957 წელს არის დაბადებული, მეორე 1951 წელს.

გამოძიებას ჯერჯერობით არა აქვს  გამოკვეთილი  ვერსია, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო –  ვარაუდობენ, რომ  ისინი ფეხით მიყვებოდნენ ხევის პირს, რადგან მათი მანქანა სხვა ადგილას არის ნაპოვნი 

ვლადიმერ მოსკალენკო 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში მონაწილეობდა.  მას დიდი წვლილი მიუძღვის   გუდაუთის ერთერთი ყველაზე დაუნდობელი სამხედრო შეიარაღებული რაზმის შექმნაში, რომელსაც სათავეში მისი თანასოფლელი  ლესიკ ცუგბა ედგა.  ვლადიმერ მოსკალენკო ყუბანელი კაზაკების შთამომავალია,  გუდაუთის სოფელ ბაკლანოვკადან,  ომის შემდეგ პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული ყუბანის კაზაკებსა და აფხაზებს შორის კომუნიკაციასა და დაახლოებაზე. 2015 წელს სოხუმის კაზაკთა საგანგებო განყოფილების ატამანი გახდა . მანამდე ხელმძღვანელობდა გულრიფშის კაზაკთა საზოგადოებას.იყო პარტია ,,ამცახარას'' წევრი 

 

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...