მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდში

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდში

Published on

ზუგდიდში კიდევ ერთი თხილის საწარმო გაიხსნა, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტისა და გრანტის მეშვეობით გაკეთდა, სადაც 50 ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული.მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეიქმნა.ოთარ დანელიამ ასევე ყურადღება გაამახვილა თხილის თექნიკურ რეგტლამენტსა და დაბალ ფასზე, მისი  განმარტებით, ბირჟაზე თხილის ფასის ვარდნა მისმა დაბალმა ხარისხმა განაპირობა. რაც შეეხება, კონტროლს, სამინისტრო გეგმავს ტექნიკური რეგლამენტის მიღებას, რომელიც ითვალისწინებს თხილის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ის ადგენს თხილის ბაზარზე განთავსების პირობებს; ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ; გაუტეხავი თხილის, თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს.რეგიონისთვის მთავარი პრობლემა არის დასაქმება და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია საწარმოს არსებობა, რადგან „ნათინვესტში“ ადგილობრივები არიან დასაქმებულები- აღნიშნა გუბერნატორმა.შპს „ნათინვესტი 5 წელია დაკავებულია ევროპაში თხილის ექსპორტით, თუმცა, როგორც საწარმოს დირექტორი ამბობს, მათ არ გააჩნდათ საკუთარი ქარხანა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. სახელმიფო პროგრამის ფარგლებში კი ეს ხარვეზი აღმოფხვრილია- განაცხადა დავით სვანიძემსაწარმოდამტვრეული, დაკალიბრებული, გამშრალითხილისწარმოებასუზრუნველყოფს.„ნათინვესტი“ ყოლევწლიურად 300 ტონა მზა პროდუქციის წარმოებას გეგმავს,რომელიც სარეალიზაციოდ ევროკავშირის ქვეყნებში გავა

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...