მთავარისიახლეებისაზოგადოებამაესტროს დირექტორმა მაია გადაბაძემ გაფიცვა შეწყვიტა

მაესტროს დირექტორმა მაია გადაბაძემ გაფიცვა შეწყვიტა

Published on

 

"მოვედი, რომ გავასაჩივრო გადაწყვეტილება, რომელიც არ დამიკმაყოფილა სასამართლომ, ანუ ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მე ვასაჩივრებ კრების ოქმს, მაგრამ ეს დამიკმაყოფილა რეესტრმა. ახლა მე მივდივარ, რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ ეს ყველაფერი ვაცნობო. ამასთან ერთად ვწყვეტ გაფიცვას, რადგან ახლა ჩემ გაორმაგებული ძალები სჭირდება ტელევიზიას და ვუდგები ჩემი უფლებამოლისების შესრულებას ჯეროვნად“, – განაცახადა მაესტროს დირექტორმა ბაია გადაბაძემ.

ლევან გაჩეჩილაძის წარმომადგენლები მიმართავენ საქალაქო სასამართლოს, რათა მოხდეს ბაია გადაბაძის სასამართლო განჩინების გამოთხოვა, რომ მოგვიანებით ადვოკატებმა მიმართონ საჯარო რეესტრს.  

"პირობითი განცხადების რეგისტრაციის შედეგად მოხდა ჩვენ მიერ წარდგენილი განცხადების შეჩერება, რომლითაც ვითხოვდით ლევან გაჩეჩილაძის შპს სტუდია მაესტროს დირექტორად რეგისტრაციას. ჩვენ მოვითხოვეთ ამ განჩინების ასლის გადმოცემა, რომელიც შემდეგ უნდა წარვადგინოთ რეესტრში იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენ მიერ დაწყებული სარეგისტარციო წარმოება და ლევან გაჩეჩილაძე დარეგისტრორდეს დირექტორად“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძის წარმოამდგენელმა.      

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...