მთავარისიახლეებისაზოგადოება,,პრემიერ მინისტრის ძმაკაცის ტელევიზია გაიჩითა'' - ნიკა გვარამია მაესტროში მიმდინარე პროცესებზე

,,პრემიერ მინისტრის ძმაკაცის ტელევიზია გაიჩითა” – ნიკა გვარამია მაესტროში მიმდინარე პროცესებზე

Published on

პრემიერ მინისტრი ტელეკომპანია ,, მაესტროს'' საკითხებში მთავრობის ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს. გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერმინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს.

ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს ტელეკომპანიაში პარტნიორთა კრებაზე კომპანიის 55 %-იანი წილის მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის ძმა ლევან გაჩეჩილაძეც მივიდა. გავრცელებული ცნობით კრებაზე  გენერალური დირექტორის თანამდებობაზე  სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება. კრების დაწყებამდე პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ.   მისი თქმით წილების გადანაწილების პროცესი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რაზეც მიიღო უცნობის პასუხი, რომ  მისი კომენტარები არის შანტაჟი.

გაჩეჩილაძე გადაბაძის გადაყენების აუცილებლობას ხსნის იმით, რომ ,,არხის რეიტინგი ძალიან დაბალია და არსებობს რიგი პრობლემები"  

ბევრი  კითხვა  მუსირებს ფართო საზოგადოებაშიც – გაჩეჩილაძეების ხელში უკვე ორი ტელევიზიაა – იმედი და მაესტრო. როგორც ჩანს, იკვრება მათი ალიანსი პატარკაციშვილების ოჯახთან, რანაც ვალერი გელბახიანის ვარაუდით შეიძლება პრობლემად ექცეს ბიძინა ივანიშვილს.  ცალკე კითხვებს აჩენს გიორგი გაჩეჩილაძის შეხვედრები  პრემიერ მინსტრთან, რომელიც უცნობის თქმით მისი ძმაკაცია. ,, პრემიერმინისტრის ძმაკაცის ტელევიზია გაიჩითადა ჩემს ყოფილ თანამდებობის პირ ძმაკაცებთან სატელეფონო საუბრები ვისაც უტყდება, ეს მოქმედ პრემიერს რომ ყოველ დღე ხვდება, ეგ როგორაა?"' – წერს რუსთავი 2 – ის  გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 

 

 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...