ხვალ ზუგდიდში გაიმართება აქცია ,,დაიცავი მიუსაფარი ცხოველი!” –

0
432

ხვალ, 5 თებერვალს ზუგდიდში  გაიმართება აქცია ,,დაიცავი მიუსაფარი  ცხოველი!''.  აქცია, რომელიც  სოციალურ ქსელის, „ფესიბუქის“ მეშვეობით დაიგეგმა დაიწყება  15:00 საათზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ

როგორც აქციის  ორგანიზატორები ეგნატე შამუგია და როსტომ ზარანდია ამბობენ, მერიამ არაერთი დაპირების მიუხედავად არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და არ შეცვალა მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარების გზები! გიორგი მაღლაფერიძეს კვლავ გადაჰყავს ე.წ. თავშესაფარში ზუგდიდიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან აყვანილი ძაღლები და მათი ბედი გაურკვეველია! მიუსაფარ ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან!

მოვითხოვოთ მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება, მათი უფლებების დარღვევის გარეშე! ადგილობრივ ხელისუფლებას, მხოლოდ, საზოგადოების ერთად დგომა აიძულებს, პრობლემის ცივილიზებული, ჰუმანური გზით მოგვარებას!“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
 

ცნობისათვის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2014 წლის თებერვალში ჩატარებული  კვლევის თანახმად,  ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მოწყობილი ვოლიერები უმძიმეს მდგომარეობაშია და მხოლოდ 20 ძაღლის მოთავსება შეიძლება. ვოლიერები არ მარაგდება წყლითა და ელექტრო-ენერგიით. როგორც გიორგი მაღლაფერიძემ ჩვენს წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ის დაჭერილ ძაღლებს დღეში ერთხელ მხოლოდ პურსა და წყალს აძლევს საკვებად.

გიორგი მაღლაფერიძე თვეში 200-250 ძაღლს იჭერს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ძაღლების დასაჭერად კაუჭებიან რკინის მარწუხებს იყენებს. ძაღლები სოფელ ბაილეთში გადაყავს და ერთი კვირის ან 10 დღის შემდგომ ყველას ქიმიური ნივთიერების მეშვეობით კლავს.  გიორგი მაღლაფერიძე დახოცილ ძაღლებს მარხავს ღია ტიპის თხრილში, რომელსაც პერიოდულად ავსებს დახოცილი ძაღლებითა და მიწაყრილით. მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის დაცული ელემენტარული სანიტარული ნორმები, დგას აუტანელი სუნი, მრავლად არიან მწერები და მღრღნელები. დახოცილი ძაღლების სხეულის ნაწილები კი ვოლიერების მიმდებარე ტერიტორიაზეა მიმოფანტული.

წინა სტატია,,პრემიერ მინისტრის ძმაკაცის ტელევიზია გაიჩითა” – ნიკა გვარამია მაესტროში მიმდინარე პროცესებზე
შემდეგი სტატიახვალიდან გაწვიმდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური