მთავარისიახლეებიპოლიტიკაგროვდება ხელმოწერები გოგი თოფაძისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით

გროვდება ხელმოწერები გოგი თოფაძისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით

Published on

დღეს თბილისში  პარლამენტის შენობასთან ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის გოგი თოფაძის გუშინდელი  განცხადების საპასუხო  აქციაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ამ აქციას, ფართო საზოგადოებს წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.   აქციის ორგანიზატორებს  მიაჩნიათ, რომ დეპუტატმა იმავე ტრიბუნიდან უნდა მოიხადოს ბოდიში, სადაც მან ,,ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი განცხადება'' გააკეთა, თუმცა თავად პოლიტიკოსი ბოდიშის მოხდას არ აპირებს,  მისი თქმით, ბოდიში თავად პრეზიდენტს აქვს მოსახდელი.  ამის შესახებ მან დღეს   მთავრობის სხდომაზე მისულმა  განაცხადა . 

დეპუტატის გუშინდელ  გამონათქვამს პრეზიდენტის მისამართით, რომელიც ასევე არაკორექტულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ,    მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის, ისე საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ცალკეული წარმომადგენლები. 

გოგი თოფაძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათ განმარტებები მთავრობის სხდომაზე გააკეთეს. 

,, ეს განცხადება სცდება ყველანაირი დასაშვებობის ჩარჩოს. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა მოხდა იყოს პრობლემა," – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. –  ყველა იმ ბავშვს და მათ მშობლებს, ვისაც ეს თემა პირადად შეეხო, პირადად ვუხდი ბოდიშს. ''

გოგი თოფაძე საპარლამენტო ოპოზიციამაც გააკრიტიკა. ნაციონალურ მოძრაობაში მის განცხადებას გაუწონასწორებელი და შეურაცხმყოფელი უწოდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ  პარლამენტში ეთიკური ნორმები გამუდმებით ირღვევადა პარლამენტის ხელმძღვანელობამ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები  აუცილებლად უნდა გადადგას".

უფლებადამცველები პოლიტიკური პასუხისმგებლობის აუცილებლობაზეც საუბრობენ. შესაბამისად, დღეს სამოქალაქო სექტორის ნაწილმა უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, ისინი მიმართავენ პარლამენტს, გოგი თოფაძისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით.

 შეგახსენებთ, გოგი თოფაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ   გიორგი მარგველაშვილის  მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს და მათ შორის ის, რომ მან ,,ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა" . როგორც გოგი თიფაძემ მისი გამოსვლის შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟის პასუხად განმარტა, იგი გულისხმობდა მარგველაშვილის  სტატიას სახელწოდებით ,,ნიჩურტა მე ქართველი ვარ", რომელიც რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნდა  ჟურნალში ,,დრო მშვიდობისა" 

 

 

 

 

 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...