ამერიკის ელჩი იან კელი დღეს ზუგდიდს ეწვია.ელჩმა სხვადასხვა ორგანიზაციაში ოფიციალური შეხვედრები გამართა.ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ამერიკელ დიპლომატს ამერკული კუთხის მოხალისე ბავშვები დახვდნენ, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს და ელჩს გაესაუბრნენ.ბიბლიოთეკის დარბაზში იან კელს ამერიკული კუთხის ბავშვების მონაწილეობით საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მსმენელებმა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვა შეასრულეს. ელჩმა ამერიკული კუთხის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკულ კუთხეს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ამ ახალგაზრდების სახით და შეუძლია მას გამოიყენოს მათი ენერგია, ასევე მნიშვნელოვანია ის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც მას აკავშირებს შავ ზღვასთან. ზუგდიდს შეუძლია გახდეს ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც პირობითი საზღვრის მიღმა მცხოვრებ ადამიანებთან დაახლოების საუკეთესო შანსია.ელჩმა ასევე ისაუბრა ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი არ არის გამჭვირვალედ განხილული, რუსეთი არ ასრულებს იმ ხელმოწერილი დებულებებით გათვალისწინებულ ვადებულებებს, რომლის მიხედვითაც ის უნდა დაუბრუნდეს იმ პოზიციებს, რომელიც მას 2008 წლის აგვისტომდე ეკავა.
ამერიკის ელჩი იან კელი დღეს ზუგდიდს ეწვია. (VIDEO)
სიახლეები
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...
საზოგადოება
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
სახელმწიფოს...
საზოგადოება
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...
საზოგადოება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...