მთავარისიახლეებისაზოგადოებაცვლილებები "მაესტროში" - არხის 55% წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა

ცვლილებები “მაესტროში” – არხის 55% წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა

Published on

გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ ტელეკომპანია “მაესტრო” -ში, მათ საკუთრებაში არსებული 15-15% -იანი წილები არხის 25% -იანი წილის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობი) დღეს გადაუფორმეს. სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს ლევან ჩიკვაიძისა და გიორგი ებრალიძის მიმართ გადახდილი აქვს ტელეკომპანია მაესტროში მათ მიერ კუთვნილი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, თუმცა ამ დრომდე უცნობი და კონფიდენციალურია გადახდილი თანხის ოდენობა. ამჟამად, ტელეკომპანია "მაესტრო" -ში საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძეა. საჯარო რეესტრში უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გაჩეჩილაძემ გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძის წილები იყიდა და ახლა უკვე "მაესტრო" -ს 55% -იანი წილის მფლობელი ხდება.
ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია ტელეკომპანია "მაესტრო" -ს გენერალურ დირექტორს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაია გადაბაძე განცხადებას ხვალ გაავრცელებს, თუმცა კულუარული ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ 4 თებერვალს, პარტნიორთა კრებაზე სწორედ არხის გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის გადაყენების საკითხი დადგება. წყაროს ცნობით, ეს საკითხი გადაწყვეტილია.
ჭორები ტელეკომპანია "მაესტრო" -ს წილების გადანაწილების შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებების უკან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დგას და ამ პროცესს ოჯახის ბიზნესის აქტივების განმკარგავი ირაკლი რუხაძე აკონტროლებს.
აღნიშნულის პარალელურად, წილების გადანაწილებასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა სარეკლამო ბაზარზეც. ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "მაესტრო" -სა და GDS -ში სარეკლამო დრო ტელეკომპანია იმედმა შეიძინა და მასში 5 მილიონი გადაიხადა.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...