სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა” – ნათქვამია აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებაში

0
371

.გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უმაღლესი კომისრის ანგარიშში შესულ ინფორმაციას  ევროკავშირის მისიაში მონაწილე რამდენიმე ქართველი სამხედრო მოსამსახურის მიერ  მცირეწლოვანი გოგონებზე სავარაუდოდ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში. 

გაეროს კომისრის ანგარიშის მიხედვით დანაშაული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წელს მოხდა და დაზარალებულთა ასაკი 14-დან 16 წლამდე იყო.  "ორი გოგონა ამბობს, რომ გააუპატიურეს სამშვიდობო მისიის ჯარისკაცებმა, კიდევ 2 გოგონას თქმით, მათ სამხედროებთან სექსუალური კავშირისთვის ფული გადაუხადეს. ჯარისკაცების ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა 3 გოგონა დარწმუნებულია, რომ მათ მიმართ სექსუალურ ძალადობაში სამშვიდობო მისიის ქართული კონტიგენტის წევრები მონაწილეობდნენ" – ნათქვამია ანგარიშში.

ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება გამოძიების სწრაფი ტემპებით ჩატარებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გუშინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებისთვის განმარტებები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მისი თქმით, ანგარიშში  ფაქტის მტკიცებულებებზე საუბარი არ არის, რადგან ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ყველა შესაბამის უწყებასთან და ყველა ზომა გამოიყენოს,  რათა დადგინდეს სიმართლე. თუ აღნიშნული ფაქტები დადასტურდა, შესაბამისი სასჯელით დაისჯება ყველა კონკრეტული პიროვნება  – აღნიშნა მან. 

გაეროს ანგარიშის გამოქვეყნებას თავდაცვის სამინისტროში 6 სამხედროს თანამდებობიდან დროებით გადაყენება მოჰყვა, მათ შორისაა გენშტაბის უფროსის მოადგილე რომან ჯოხაძე, რომელიც  საერთაშორისო მისიებზე იყო პასუხისმგებელი. გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. მიმდინარეობს ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის დაკითხვა, რომელიც იმყოფებოდა მისიით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელააშშ-ის საელჩომ საქართველოში , სადაც კმაყოფილებაა გამოთქმული ქართული მხარის მიერ ამ საკითხის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

,,ვნახეთ ცნობები პრესაში. კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა" – ნათქვამია აშშ-ის ელჩის იან კელის  განცხადებაში

 

წინა სტატიაბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში დამატებითი დათვალიერების დროს იარაღს მიაკვლიეს
შემდეგი სტატია„მეტრო პლიუსის“ ავტობუსმა პირველი რეისი აქციის ფონზე შეასრულა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური