მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართება

ზუგდიდში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართება

Published on

29 იანვარს, 13:00 სთ-ზე რესტორან ,”სამეფოს“ დარბაზში გაიმართება ინტელექტუალური თამაში ,”რა? სად? როდის?“. შეჯიბრის მონაწილე გუნდებში პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნები გადანაწილდებიან. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ორგანიზატორი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. თამაშის პარტნიორია ზუგდიდის პრობაციის ბიურო.
თამაშის მონაწილე გუნდებია: I სკოლა – „ავგუსტუსი“ (კაპიტანი ანი სირაძე); I სკოლა – „არესი“ (კაპიტანი კოკა ჯალაღონია); II სკოლა – „ჯინსების თაობა“ (კაპიტანი ნუკრი კაკულია); II სკოლა – „ტრიუმვირატი“ (კაპიტანი ნოდარ კვარაცხელია); III სკოლა – „სპექტრი“ (კაპიტანი ია ნაჭყებია); IV სკოლა – „მარსი“ (კაპიტანი ნინო ჯახაია); V სკოლა – „ოქსფორდი“ (კაპიტანი ჯაბა ტორუა); VI სკოლა – „ანარქიის შვილი“ (კაპიტანი ბექა ბერაია); X სკოლა – „რატომ ? “ (კაპიტანი გიორგი ქოქოსაძე); სასულიერო გიმნაზია – „გრაალი“ (კაპიტანი კახი გვაჯაია); რიყის სკოლა – „ლინკოლნპარკი“ (კაპიტანი აკაკი გოგია); ზედაეწერის სკოლა – „მინიონები“ (კაპიტანი ლევან ჩერქეზია). გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზები გადაეცემა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: ტელერადიოკომპანია "ოდიში", livepress.ge; radioatinati.ge; smoge.org.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...