მთავარისიახლეებისაზოგადოებაამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილია საქართველოს 395 სკოლაში, მათ შორის სამეგრელოს რეგიონის...

ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილია საქართველოს 395 სკოლაში, მათ შორის სამეგრელოს რეგიონის 23 სკოლაში

Published on

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დღეისათვის  სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია  395 სკოლაში, აქედან ორასში დიდთოვლობის , 195 – ში ვირუსის გავრცელების გამო.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმით, რომ ,,  დიდთოვლობისა და გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების კვალდაკვალ მოსწავლეების ავადობის გამო სკოლის გაცდენების მაჩვენებელმა მოიმატა.

 შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება  მომდევნო 3 დღის განმავლობაში სასწავლო პორცესი შეჩერდება იმ კონკრეტულ დაწესებულებებში, სადაც გაცდენათა რაოდენობა 20%-ს აღემატება.    გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება", -აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია  იმ სკოლების ჩამონათვალი,რომლებშიც სასწავლო პროცესი შეჩერებულია.  მათ შორისაა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში –    N8 საჯარო სკოლა,  რიყის საჯარო სკოლა, ა(ა)იპ კახათის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია; ჩხოროწყუში – ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლა; წალენჯიხაში– საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლა;  ხობში– ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა; ხამისქურის,  საგვიჩიოს, ჭალადიდის საჯარო სკოლები; სენაკში –  ლეძაძამეს საჯარო სკოლა; აბაშის მუნიციპალიტეტში:  N2 საჯარო სკოლა; ძველი აბაშის, გაუწყინარის, პირველი მაისის,  ტყვირის, ზანათის, სეფიეთის, კვათანის,  კეთილარის, მაცხოვრისკარის,  საგვაზაოს, წყემის საჯარო სკოლები.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...