მთავარისიახლეებისაზოგადოებაუფასო სასადილოს ბენეფიციარები საკვების ხარისხის გაუმჯობესებას და ულუფის გაზრდას ითხოვენ (VIDEO)

უფასო სასადილოს ბენეფიციარები საკვების ხარისხის გაუმჯობესებას და ულუფის გაზრდას ითხოვენ (VIDEO)

Published on

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის უფასო სასადილოში, სადაც სასადილოს მზარეულსა და ბენეფიციარებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბენეფიციარები მზარეულს უხეშად მოპყრობაში ადანაშაულებენ, ასევე არ მოსწონთ საკვების საჭმლის ხარისხი და ამბობენ, რომ არ ყოფნით განკუთვნილი ულუფა და მათ გაზრდას ითხოვენ.მზარეული გულისა ჯალაღონია ერთი კვირაა ამ სასადილოში მუშაობს, მისი თქმით, ბენეფიციარები მართული არიან იმ კომპანიის მიერ, რომელიც ამ სასადილოს ადრე ემსახურებოდა.შემთხვევას ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე შეესწრო, რომელმაც მერიის სოციალური სამსახური და ტენდერში გამარჯვებულია კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულის შესახებ დააუწყა და პრობლემით დაინტერესება თხოვა.ვითარებას ადგილზე ორივე სამსახური ეცნობოდა.400 გრამი ბორში, 200 გრამი მანის ფაფა, 200 გრამი ხილის კოპმოტი და 200 გრამი პური- ეს ორშაბათის მენიუა თითო ბენეფიციარზე, ტენდერში გამმარჯვებული კომპმანია ეფექტის წარმომადგენელი ამბობს, რომ მენიუში ცვლილება არ შეუტანია, თუმცა უკმაყოფილება მისი ვარაუდით შესაძლ;ოა იმ ფაქტმა გამოიწვია რომ ახალი კომპანიის შემოსვლის პირველ დღეებში სასადილოში ბენეფიციარების სრული რაოდენობა არ მოსულა და უფრო მეტი საკვები გაიცემოდა თითოეულ ბენეფიციარზე, რაც მათი მომატებიშ შემთხვევაში შემცირდა, პრობლემა და ბენეფიციართა მოთხოვნები კომპანიისთვის ცნობილია. ამ ეტაპზე სასადილოში გამოვლენილი პრობლემა ისევ პრობლემად რჩება, დეპუტატი ანა წითლიძე მიიჩნევს რომ აუცილებელია უფასო სასადილოს დაფინანსების გაზრდა, მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლები და ვალდებული კომპანია პირობას დებენ, რომ პრობლემა გადაიჭრება და ბენეფიციარების დაკმაყოფილებას შეძლებენ.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...