მთავარისიახლეებისაზოგადოებაწავა თუ არა ხელისუფლება ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში მმართველი კოალიციის ...

წავა თუ არა ხელისუფლება ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში მმართველი კოალიციის დიდი სისწრაფით კლებადი რეიტინგის პირობებში?

Published on

დასრულდა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა, რომელიც დღეს  სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. სხდომაზე  განხილულ იქნა ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსშიც უნდა აისახოს.

ცვლილებათა პაკეტი 200 ათასი ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარმოდგენილი და მაჟორიტარულიდან სამხარეო პროპორციულ წესზე გადასვლას გულისხმობს.    

ოპოზიცია თვლის, რომ თუ  ეს ცვლილებები არ მოხდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა დაემუქრება. 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დღესვე შეიტანოს საკანონმდებლო  ორგანოში ოფიციალური წერილი  პარლამენტის თავმჯდომარის  დავით უსუფაშვილის სახელზე თხოვნით და მოითხოვოს დაჩქარებულ ვადებში მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა იმისათვის, რომ კონსტიტუციური ნორმა იქნას მიღებული

როგორც კონსტიტუციონალისტები და კომისიის წევრები აცხადებენ,  პირველი და მეორე განხილვით ნორმის მიღებას სჭირდება ორი თანმიმდევრული სხდომა, ხოლო მესამე მოსმენამდე სამთვიანი შუალედი უნდა იყოს. ვადები აშკარად შემჭიდროებულია, მაგრამ თუ პროცესი ხელოვნურად არ გაჭიანურდა, სავსებით შესაძლებელია  ამ კანონის მიღება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში.

ინტერპარტიული ჯგუფი ცდილობს დაძლიოს წინააღმდეგობა, რომელსაც  ხელისუფლება ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის საჭირო  პროცედურული დროის შესაძლო უკმარისობით ნიღბავს, თუმცა კი ყველასათვის აშკარაა, რომ მას ხელს არ აძლევს არჩევნების  მოახლოებისა და სახელისუფლებო პარტიების დიდი სისწრაფით კლებადი რეიტინგის  პირობებში საარჩევნო სისტემის აგება  პროპორციულ წესზე. 




 

 

 

 




 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...