მთავარისიახლეებისაზოგადოებაანასტასია ბენდუქიძე: დეენემის ტესტის პასუხის თანახმად ჩემი და კახას გენების თანხვედრა...

ანასტასია ბენდუქიძე: დეენემის ტესტის პასუხის თანახმად ჩემი და კახას გენების თანხვედრა 99 პროცენტია

Published on

კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე გონჩაროვა სასამართლოებმა ოფიციალურად სცნეს მის მემკვიდრედ. თბილისში, მოსკოვსა და ლონდონში გამართულ პროცესებზე ანასტასია გონჩაროვამ მოიგო პროცესები და დაადასტურა რომ ის ნამდვილად კახა ბენდუქიძის შვილია.

მტკიცებულებებს შორის იყო დეენემის ანალიზიც. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის ბენდუქიძის ქონების ნახევრის მფლობელი გახდება. დღეს პრესკონფერენციაზე ანასტასია ბენდუქიძემ განაცხადა, რომ აპირებს მამის მიერ დაწყებული პროექტების გაგრძელებას – მათ შორის საუბარია თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებზე. 

"გასულ კვირას იყო ბოლო სასამართლო მოსმენა და მე მოვიგე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ახლა უკვე შემიძლია თბილისში საცხოვრებლად ჩამოვიდე და ჩავერთო აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. დეენემის ტესტისპასუხის თანახმად ჩემი და კახას გენების თანხვედრა 99 პროცენტია. ამაში ვისაც ეჭვი ეპარებოდა, შეუძლია ამ მონაცემებეს გაეცნოს“ – განაცხადა კახა ბენდუქიძის შვილმა ანასტასია ბენდუქიძე გონჩაროვამ.

სიახლეები

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი პატიმრობაში გაუშვეს

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი, თამაზ გოლოევი წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება...