მთავარისიახლეებისაზოგადოება27 იანვარს მთელ საქართველში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

27 იანვარს მთელ საქართველში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

Published on

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვლსა და ყინვას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს  განცხადებით, თოვლი 25 იანვრამდე შენარჩუნდება, 27 იანვარს კი მთელ საქართველში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.

ამჟამად მთელ საქრთველოში თოვს, ზოგან ძლიერად, თოვლი შენარჩუნდება 25 იანვარსაც. 27 იანვარს ღამით   როგორც  მაღალმთიან რაიონებში, ისე დაბლობში, ბარში მოსალოდნელია ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, სანაპირო რაიონებში, მინიმალური ტემპერატურა  დაახლოებით -7 გრადუსამდე დაეცემა, . აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ზოგიერთ რაიონში ყინვამ შეიძლება 10 გრადუსს გადააჭარბოს. 

ინტენსიური თოვის გამო საქართველოს რეგიონებში ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია, ზოგიერთ ადგილებში კი მოქმედებს აკრძალვებიც.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანამხმად ამ დროისათვის ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარკვეული აკრძალვები დაწესდა ასევე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე –  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...