მთავარისიახლეებიეკონომიკალარის კურსი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა

ლარის კურსი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა

Published on

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დღეს კი ლარის კურსმა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ამ დროისთვის 1 დოლარის შეძენა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად 2,46 ლარადაა შესაძლებელი, თუმცა დოლარი გაცილებით ძვირი ღირს კომერციულ ბანკებში, სადაც ოფიციალური კურსი ასეთია: “საქართველოს ბანკში” ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2,51 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა – 2,43 ლარად. იგივე მდგომარეობაა თიბისი ბანკშიც, ამასთან, ბანკ რესპუბლიკაში ერთი დოლარის შეძენა 2,51 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2,42 ლარია. განსხვავებული მდგომარეობაა ქართუ ბანკში, სადაც ერთი დოლარი 2,49 ლარი ღირს, ხოლო გაყიდვა 2,44 ლარი.
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს – 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.
მას შემდეგ ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია, დღეს კი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...