“მთავრობა, რომელიც არაფერს აკეთებს, უნდა წავიდეს“, – გიორგი ვაშაძე

0
403
 
“მთავრობა, რომელიც არაფერს აკეთებს, უნდა წავიდეს“, – გიორგი ვაშაძე ლარის კურსზე

 
 

 

ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშიორებით, შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ხელიუფლება ეკონომიკური კრიზისი საპასუხოდ არაფერს აკეთებს, რაც საქართველსო მოსახლეობის მდგომარეობას ამძიმებს. გიორგი ვაშაძის თქმით, მთვარობა მხოლდო საკუთარ თავზე ფიქრობს.

"ეკონომიკაში კრიზისული სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება. სწორედ ამის შედეგია ლარის კურსი.  ამას ყველაფერს მთვრობა უპირისპირებს არაფერს, უნიათობას, უმოქმდებოას. თანამშრომლობაზე შემოთავაზები მივიღეთ ახალი პრემიერ მინისტრის მხრიდან, შევთავაზეთ კიდეც შეხვედრა, ჩვენი გეგმის გაცნობა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ისმის. სამწუხარო ის არის, რომ ამით უფროდა უფრო უმძიმდება მდგომარეობა საქართველსო მოსახლეობას. გამოსავალი არის ერთადერთი მთავრობა რომელიც არაფერს არ აკეთებს ხალხისთვსი და რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, უნდა წავიდეს უბრალოდ და უნდა მოვიდნენ პროფესიონალები", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თვისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამ გამოწვევებს ვერ უმკლავდება.

"ამგვარი რაღაცეები ყველა სახელმწიფოში ხდება, რაც ბუნებრივია არ არის სასიამოვნო, მაგრამ ხელისუფლება თუკი დგამს შესაბამის ნაბიჯებს, პრევენციის თვალსაზრისით, ისივე როგორც ზოგადად ეკონომიკური მიმართულებით, მაშინ როგორც წესი ეს მდგომარეობა უფრო ნაკლებად აისახება მოსახლეობაზე. ძალიან ცუდია, რომ ჩვენთან ჯერჯერობით ამგვარი ტენდეციები არ შეიმჩნევა და მხოლოდ უარყოფითია დამოკიდებულება. მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლებამ შეძლო ამ გამოწვევებთან გამკლავება“, – აღნშნა ვიტორ დოლიძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კი ლარის კურსის ვარდნა გარე ფატორების ბრალია.

"ეს არის გარე ფაქტორების ბრალი და ყევლა ზომა უნდა მიიღონ და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, ეროვნულმა ბანკმა პირველ რიგში რა თქმა უნდა. ეს არის ამ მიმართულებით პირველი „სკრიპკა“. მთვარობამაც უნდა შეუწყოს ხელი და უნდა გაკეთდეს ყველაფერი. მაგრამ შიდა ხარჯების შემცირება გარე ფაქტორებს ვერ გადაფარავს", – აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.    

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსი ვარდნას აგრძელებს. დღეს დილიდან ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 49 თეთრია. სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის შეძენა 2.45-ად ან 2.46-ად არის შესაძლებელი. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს ხუთი საათისთვის დაადგენს. თუ ბოლო დღეების ტენდენცია შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ლარი კვლავ გაუფასურდეს.

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

წინა სტატიარა შეიძლება ისწავლონ რუსებმა მისგან? : სააკაშვილის რეალური საქმეები
შემდეგი სტატიასაავადმყოფოებში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური