მთავარისიახლეებისაზოგადოებაზამთრის კურორტებზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს

ზამთრის კურორტებზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს

Published on

  დღეიდან ზამთრის კურორტებზე პატრულირების ახალი წესები ამოქმედდება – სათხილამურო ტრასებზე წესების დაცვას მოთხილამურე პატრული გააკონტროლებს.  ისინი დაწესებული რეჟიმით იმუშავებენ.

 მოთხილამურე პატრული აქცენტს გააკეთებს მხოლოდ დახმარებისა და უსაფრთხოების მიზნებზე. არ დაუშვებს სათხილამურო ტრასაზე თოვლმავლით გადაადგილებას, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და პოლიციის თოვლმავლისა.

ასევე ტრასიდან ჩამოაშორებს იმ მოთხილამურეებს, რომლის სრიალიც აშკარად საფრთხის შემცველია.

ახალი წესების შემოღება დაკავშირებულია უკანასკნელ წლებში მოხშირებულ უბედურ შემთხვევებთან, რომელიც მოთხილამურეთა და თოვლმავლების გაუფრთხილებელი მოძრაობის შედეგად დადგა . იანვრის პირველ დეკადაში ამგვარ შემთხვევებს მოთხილამურე გოგონასა და ახალგაზრდა სნოუბორდისტის სიცოცხლე ემსხვერპლა 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...