მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მოხდა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე?

რა მოხდა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე?

Published on

პარლამენტში საგზაო მოძრაობის წესებში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად  თბილისში, პარლამენტის შენობასთან გრძელდება საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ,  აქციაზე მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებთან ერთად შეკრებილები არიან  ავტოდილერები და არასამთავრობო ორგანიზაციები.მ აქციის მონაწილეები მოითხოვენ  მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხის გაუქმებას, განბაჟების სისტემის შეცვლას, ასევე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების გადავადებას. 

აქციამ ინცინდენტის გარეშე ვერ ჩაიარა – როდესაც შენობასთან დეპუტატი თამაზ მეჭიაური მივიდა, მძღოლები მას  სტვენითა და უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ, გაწევ-გამოწევა დასრულდა იმით, რომ ერთერთი მძღოლის არტურ არუთინოვის მტკიცებით,  მას დეპუტატმა ხელი გაარტყა. მან უკვე მისცა შესაბამისი ჩვენება პოლიციას ადვოკატს თანდასწრებით.

თავად დეპუტატი თამაზ მეჭიაური პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილისთვის ხელის დარტყმას არ ადასტურებს.
ინციდენტის გასარკვევად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების ნახვას და  თამაზ მეჭიაურის დაკითხვას მოითხოვს. 

 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...