მთავარისიახლეებიმსოფლიოდავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ლტოლვილების კრიზისი და მიგრაციის პრობლემები განიხილება

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ლტოლვილების კრიზისი და მიგრაციის პრობლემები განიხილება

Published on

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. მასში  სხვადასხვა ქვეყნის ორმოცამდე ლიდერი მიიღებს   მონაწილეობას.  ფორუმზე განიხილება ორი ძირითადი თემა:  ლტოლვილებთან დაკავშირებული  კრიზისი და მიგრაციის პრობლემები.

ქართული დელეგაციას   პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს – ეს მისი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ  პრემიერმინისტრის რანგში.

საქართველოს დელეგაციას დღეს პირისპირ შეხვედრები ექნება. დაგეგმილია მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენ სტოლტენბერგთან. საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს. ასევე ორმხრივი შეხვედრები მოსალოდნელია თურქეთის და შვედეთის პრემიერმინისტრებთან

საქართველოს პრემიერმინისტრი ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვითაც გამოვა . იგი ძირითადად აბრეშუმის გზის თემაზე  ისაუბრებს.

 

სიახლეები

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინულმა მხარემ აშშ დაარწმუნა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის ამბავი ფეიკია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყუილი უწოდა რუსული მხარის განცხადებას, რომ უკრაინამ დრონებით ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიში...

სურსათის ფასებთან დაკავშირებით შეიქმნა საკოორდინაციო კომისია

ოლიგარქის მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი...