მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში, 30 წლის მამაკაცმა ცოლთან შელაპარაკების ნიადაგზე თავი მოიკლა

ზუგდიდში, 30 წლის მამაკაცმა ცოლთან შელაპარაკების ნიადაგზე თავი მოიკლა

Published on

მკვლელობა მოხდა ზუგდიდში. ოფიციალური ვერსიით, ცოლთან შელაპარაკების შემდეგ 29 წლის ნიკა კვარაცხელიამ თავი მოიკლა. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, კვარაცხელია მოკლულია. გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელიას დედის, ნანული ქობალიაა განცხადებით, მისი შვილი მოკლულია და ამას ცხედარზე აღმოჩენილი ძალადობის ნიშნებიც ადასტურებს. ნანული ქობალიას ინფორმაციით, მისი შვილი ნაწამებია. გარადაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი რძალმა ელისო ქირიამ მოკლა და მიიმალა. გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, ელისო ქირია პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გარდაცვლილის და აცხადებს, რომ სამი წლის წინ ქირიამ ბასრი საგნით მისთვის დაზიანების მიყენება სცადა. ნესტან კვარაცხელიას თქმით, მან სასამართლოში იჩივლა და ბოლო პერიოდი რძალთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თქმით, გარდაცვლილმა ცოლის მიერ სოციალურ ქსელში უცხო მამაკაცთან მიმოწერის შესახებ შეიტყო, ურთიერთშელაპარაკების დროს კი ცოლმა მეუღლეს დაზიანებები მიაყენა, ბოლოს კი ცივი იარაღით გულ მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. კვარაცხელიას ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს ზურგსა და იღლიაში, ასევე კისრის მიდამოში ნაკბენი აღენიშნება. 29 წლის მამაკაცის ცხედარი მისმა მეზობელმა იპოვა. როგორც ის აცხადებს, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის მეუღლე არ უნახავს.

ზუგდიდში მომომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დროს ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა მუცლის არეში.

სიახლეები

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინულმა მხარემ აშშ დაარწმუნა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის ამბავი ფეიკია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყუილი უწოდა რუსული მხარის განცხადებას, რომ უკრაინამ დრონებით ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიში...

სურსათის ფასებთან დაკავშირებით შეიქმნა საკოორდინაციო კომისია

ოლიგარქის მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი...