თბილისში ლიდერთა აკადემია იხსნება

0
399

დღეს თბილისში სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად ლიდერთა აკადემიას ხსნის. 

გახსნის ცერემონიალსა  და კონფერენციაზე, რომელსაც   დიპლომატები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან, ეს ფაქტი ფასდება როგორც  მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოსადმი აშშ მხრიდან იმ მიზნით, რომ  გაიზარდოს ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის შემქნელთა  პოტენციალი, გაუმჯობესდეს   მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა .

შეხვედრას ესწრება  ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერიც. 

"საქართველოს მთავარი გამოწვევაა ის რომ, მან უნდა განაგრძოს ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაცია. ასევე ყოველთვის უნდა იყოს ფრთხილად რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის მიმართ და დარჩეს დემოკრატიის განვითარების გზაზე. ახლოვდება არჩევნები, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ტესტი. მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთაშორორისო გაერთიანების მხრიდან საქართველო მეტ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებების, დაკავებების მასშტაბებისა და ტემპის მიმართ, ასევე რუსთავი ორის საქმის მიმართ. სიტუაცია ამ კუთხით ახლა მშვიდია, თუმცა ბოლომდე მოგვარებული არ არის," – განაცხადა კრამერმა.

წინა სტატიააშშ ელჩი საქართველოში იან კელი: “მნიშვნელოვანია, მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს თავის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით”.
შემდეგი სტატიამცირე მეწარმეთა საპროტესტო აქცია სოხუმში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური