მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროკურორის მკვლელობის საქმის გამოძიების ვერსიის მიმართ უნდობლობა ძლიერდება

პროკურორის მკვლელობის საქმის გამოძიების ვერსიის მიმართ უნდობლობა ძლიერდება

Published on

შსს ოფიციალურად აცხადებს,  რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულია ბიძინა კუჭავა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ამ ვერსიის მიმართ საზოგადოებაში მრავალი კითხვა გაჩნდა.

გამოძიების ვერსიაში ეჭვი შეაქვთ ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

არც მე და არც ოჯახის წევრები არ ვიცნობთ იმ პირებს, ვისთან ერთადაც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავა ავტომობილში იმყოფებოდა. განუცხადა ჟურნალისტებს "საქართველოს ხმის" დირექტორმა მამუკა კუჭავამ. მისი თქმით, ავტომობილი მათი იყო და საჭესთანაც მანქანის მფლობელი იჯდა და არა გარდაცვლილი.

„ისინი დაკითხვაზე ჰყავდათ და ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა მათთან", – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას თავის არეში ერთი ნატყვიარი აქვს, ასევე სხეულზე სხვა დაზიანებებიც აღნიშნება, რაც გამოძიების ვერსიის მიმართ უნდობლობას იწვევს.

„მას ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული. გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას ის იწვევს, რომ ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

მისი თქმით, გარდაცვალების დღეს, საღამოს 10 საათზე სახლიდან გასვლისას ბიძინა კუჭავამ თქვა, რომ საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა. მანვე აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დაქირავებული ბინის შესახებ.

მამუკა კუჭავამ გამორიცხა ბიძინა კუჭავას გარდაცვალების რაიმე სახით დაკავშირება ტელეკომპანიის საკითხთან.

„ქირიასთან რაიმე სახის ბიზნესდავაზე საუბარი ზედმეტია. ტელეკომპანია ჩვენ 2006 წელს ჩამოგვართვეს და დავა სასამართლოშია. ტელერადიო დავა გამორიცხეთ, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდაცვალებას“, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

 ვერსიას იმის შესახებ, რომ ბიძინა კუჭავამ პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გამორიცხავს ეჭვმიტანილის მეუღლე  მარინა ნიკოლოზაშვილი  მისი თქმით, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება (ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოჯახის თხოვნით ექსპერტიზაში შესაძლოა კერძო  ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ჩაერთოს) , ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. – „კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს. გამოვრიცხავ ბიძინას თვითმკვლელობას და მის ქმედებას ქირიასთან მიმართებაში. პაატას ის ვერ მოკლავდა ვერანაირად, ჩვენ ძალიან ახლობელი ოჯახები ვართ".




 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...