მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად დაამთავრებს ყველაფერს, რაც საქართველოში არ...

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად დაამთავრებს ყველაფერს, რაც საქართველოში არ მოასწრებინეს და გაუფუჭეს

Published on

,,რაც მოვასწარით, მოვასწარით, რაც არ მოგვასწრებინეს, გაგვიფუჭეს, აუცილებლად იქნება უკეთესი სიტუაცია და დავამთარებთ ყველაფერს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პორტში  შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში. ამ გამოსვლის ვიდეო ჩანწერს ოდესის გუბერნატორი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 

,,როდესაც ვაშენებდით ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას, ყველა დამცინოდა და იძახდა, რომ ვერ დავტვირთავთ. მე ვამბობდი, რომ დავტვრთავთ აუცილებლად, იმიტომ, რომ გაჩნდება ახალი ტვირთი, ახალი ბრუნვა დაგვემატება და რუსეთის ტვირთებს წამოვიღებთ აქეთ. არავის ეს არ სჯეროდა. ეს უბედურება, რომ არ დამართნოდა საქართველოს, ის შავი ჭირი რომ არ შეყროდა 2012 წელს, ეს სისულელე რომ არ მომხდარიყო, დღეს უკვე იქნებოდა ლაზიკას პორტი და მთელ ტვირთებს, რომელიც აქ ვერ წამოვიდა, რომელიც უნდა წამოსულიყო, წამოვიღებდით ლაზიკათი.

დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი, როდესაც 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან შეაჩერეს ლაზიკას პორტის მშენებლობა. ის უკვე, 2 წლის მინიმუმ, დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუ არა 3 წლის. მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთეთ ეს პროექტი და ასე გავაგრძელებთ მუშაობას და საქართველოშიც ყველაფერი შეიცვლება და დაგება უკეთესი დროც –  განაცხადა მან 

შეხვედრაზე  მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა უკრაინის გეოპოლიტიკურ რეალობაზე და პერსპექტივებზე.  ,,დღეს უკრაინამ გეოპოლიტიკურ რეალობაში დიდი წინსვლა განახორციელა. უკრაინა-ჩინეთის მარშუტის მქონე კონტეინერები, უკრაინის პორტების გამოცოცხლებას უზრუნველყოფს, შექმნის სამუშაო ადგილებს და შეიძლება სწორედ იმ ფაქტორად იქცეს, რამაც ოდესის ოლქის ეკონომიკური სასწაული მოახდინოს. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა შეწყდეს ადმინისტრაციული უკანონობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. როგორც კი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურად მუშაობას უზრუნველვყოფთ, უკრაინა მაშინვე იქცევა ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად!", – აღნიშნავს სააკაშვილი.

ოდესის გუბერნატორი საუბარს ქართულად აგრძელებს, "ვინაიდან იქ ქართული ტელევიზიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ" და აცხადებს, რომ რაც არ მოასწრებინეს და გაუფუჭეს, აუცილებლად დაამთავრებს.

სიახლეები

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...