მთავარისიახლეებისპორტი„ზუგდიდის“ ახალი მწვრთნელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა (VIDEO)

„ზუგდიდის“ ახალი მწვრთნელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა (VIDEO)

Published on

საფეხბურთო კლუბმა "ზუგდიდი" დღეს მედიას ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა. 50 წლის  იური ბაკალოვი, ოფიციალურად მუშაობას შეუდგა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უკრაინელი სპეციალისტი კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის, თუმცა მომავალი შედეგებიდან გამომდინარე შესაძლოა ბაკალოვს ხანგრძლივი კონტრაქტიც შესთავაზონ და გუნდის მწვრთნელად დარჩეს. უკრაინელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებთან ერთად უკვე ჩაატარა ვარჯიშები. ამასთან, გუნდი ორკვირიანი შეკრებით 30 იანვარს თურქეთში გაემგზავრება და ანტალიაში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. რაც შეეხება ყოფილ მწვრთნელს ლევან მიქაძეს, ის უკრაინელი სპეციალისტის ასისტენტად დარჩება და მასთან ერთად მამუკა ჭაჭუაც იმუშავებს.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...