მთავარისიახლეებისამართალისამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს

Published on

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -მა გაავრცელა. გაუჩინარებულ პროკურორს 5 დღის მანძილზე ეძებდნენ. დღის განმავლობაში არც ოჯახის წევრებსა და არც თანამშრომლებს დაკარგული პროკურორის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. დღეს საღამოს კი, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსში იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცავები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ.

სიახლეები

საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა” – სააკაშვილი

ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა" - ამის...

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...