მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი წერეთელი თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა (VIDEO)

გიგი წერეთელი თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა (VIDEO)

Published on

საქართველოს პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიგი წერეთელი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა და თაბუკაშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. დეპუტატი ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას, იძულებით გადაადგილებული პირებისგან მოისმინა იმ პრობელების შესახებ, რომელიც ამჟამად კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებლეს აწუხებთ. როგორც დევნილები აღნიშნავენ, მიუხედავად საცხოვრებელი კორპუსების გარეგნული იერსახისა, შიგნით მათ მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ. დევნილთა განცხადებით, კორპუსში სახურავი უხარისხოდაა გაკეთებული და უამინდობის დროს წყალი ჩამოდის, კედლები და იატაკი დანესტიანებულია. თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სწრაფად და უხარისხოდ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებზე ლაპარაკობენ.პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი დევნილებს შეპირდა, რომ დაინტერესდება აღნიშნული საკითხით და მაქსიმალურად დაეხმარება დევნილებს პრობლემების გადაწყვეტაში.  თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან გიგი წერეთელის შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. 

სიახლეები

საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა” – სააკაშვილი

ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა" - ამის...

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...