ხმაური და დაპირისპირება ქალაქის საკრებულოს სხდომაზე (VIDEO)

0
413

ქალაქის საკრებულოს სხდომამ დღეს ხმაურის ფონზე ჩაიარა. უკმაყოფილება გამოიწვია საკრებულოსა და მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების გაზრდის საკითხმა, რომელსაც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტოსამსახურისუფროსისგან განმარტებებს ითხოვდნენ.ანა წითლიძემ სარგოების მომატების თემასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის მერი დაადანაშაულა და აღნიშნულს უსინდისო საქციელი უწოდა.საკითხს მხარი არ დაუჭირა ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის წევრმა თენგიზ ხარჩილავამ, თავი შეიკავეს  თავისუფალმა დემოკრატებმაც.სხდომის დასასრულს დეპუტატმა ანა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს იმ კონკრეტული განცხადების განხილვა სთხოვა, რომელიც დეპუტატმა, მისი განმარტებით საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.საქმე ეხება ქალაქში რამდენიმე ობიექტის მშენებლობის ნერბართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, მაკდონალდსის თემას, რომელიც ანა წითლიძის განმარტებით უკანონოდ აშენდა და კითხვებზე საპასუხოდ  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მისვლას ითხოვდა.ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის დეკემბერში, ხოლო მშენებლობაზე ნებართვა მერიამ 2014 წლის 29 აპრილს გასცა. დეპუტატმა ჟურნალისტებს მერიის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტომასალა  და მასზე მიბმული ინფორმაცია უჩვენა, რომელიც ადასტურებს,რომ მაკდონალდსის მშენებლობის პროცესი 2014 წლის 27 დეკემბერს უკვე დაწყებული იყო და ეს პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილემ და ქალაქის მერმა ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ერთად დაათვალიერეს.

სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე თოდუამ აღნიშნა, საკრებულოს სხდომის დასწრების შესახებ გაფრთხილება არ მიუღია.მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს წერილობითი განმარტება მისცეს, სადაც ნათქვამია.:სწრაფი კვების ობიექტის  (,,მაკდონალდსი“) მშენებლობაზე

ნებართვის  მოსაპოვებლად 02.12.2014 წელს  შპს ,,თ და კ რესტორნების“  მინდობილი პირისგან,დავით ჯანიაშვილისგან,  მერიაში  შემოვიდა  განცხადება  №04/1002. 2014 წლის 17  დეკემბერს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №607 ბრძანებით დამტკიცდა აღნიშნული მშენებლობის პროექტისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ  გამოყენების პირობები.  ასევე განესაზღვრა  მშენებლობის  ნებართვაზე  მოსაკრებლის ოდენობა (390ლ), რომელიც გადახდილ იქნა  დამკვეთის მიერ  12.24.2014წ. აქვე  მოგახსენებთ, რომ  სწრაფი  კვების  ობექტის (,,მაკდონალდსის“)  იერსახის  პროექტის საბოლოო  შეთანხმებამდე,  მერის  დისკრეციული უფლებამოსილებით,  (მშენებლობის  დაჩქარების მიზნით)  დამკვეთს  მიეცა   თანხმობა  მოსამზადებელი  სამუშაოების  დაწყების  თაობაზე,  რაც ითვალისწინებდა  სამშენებლოდ განკუთვნილი ტერიტორიის  დამცავი ღობის  მოწყობას,  აგრეთვე გრუნტის  მოსამზადებელ  სამუშაოებს.   2015 წლის   აპრილში  სწრაფი კვების ობიექტის  იერსახის პროექტი  საბოლოო  განხილვით  შეჯერდა  და  შესაბამისად   ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ 29.04.2015 წელს   გაცემულ  იქნა  მშენებლობის ნებართვა ( №44).

დეპუტატი ანა წითლიძე უკანონო ქმედების გამო არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი უფლებამოსილების საკითხის დაყენებას ითხოვს. 

წინა სტატიარადიო “ოდიში+” მაუწყებლობის არეალს აფართოებს
შემდეგი სტატიაზუგდიდის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია მეოთხე დღეა დაკარგულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური