მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურის ხიდთან სახელმწიფო დროშა აღმართეს

ენგურის ხიდთან სახელმწიფო დროშა აღმართეს

Published on

 საქართველოს დროშის დღე ახალგაზრდებმა ზუგდიდშიც აღნიშნეს. შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებმა ენგურის ხიდთან დროშა აღმართეს და სახელმწიფო  ჰიმნი შეასრულეს.სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში ჩავიდნენ და საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდენენ. ახალგაზრდებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.

 
სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით აღინიშნება.
 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...