მთავარისიახლეებისაზოგადოებაუახლოესი სამი დღის განმავლობაში ამინდი გაუარესდება

უახლოესი სამი დღის განმავლობაში ამინდი გაუარესდება

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით,  14-15 იანვარს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა, ხოლო მაღალმთაში ქარბუქი. ქვეყნის დაბლობსა და ბარში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 17-22 მეტრი იქნება.

,,დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ დღისით ტემპერატურა 7-12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15 იანვარს – 5-10 გრადუსის ფარგლებში. დღეს დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსია. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ დღისით 9-14 გრადუსი დაფიქსირდება, 15 იანვარს – 5-10 გრადუსი; 16 იანვარს – 6 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში კი 15 იანვარს ყინვა იქნება – -9 გრადუსი; 16 იანვარს კი -16 გრადუსი. თბილისში ხვალ, დღისით 10 გრადუსია მოსალოდნელი, 15 იანვარს – 9 გრადუსი, 16 იანვარს კი 6 გრადუსი” 

16 იანვარს საქართველოში ნალექი შეწყდება, თუმცა ბარში ღამით ყინვაა მოსალოდნელი. კერძოდ, -3+2 გრადუსის ფარგლებში, ზოგან – 6 გრადუსამდე; უშუალოდ თბილისში -1 გრადუსი ყინვა იქნება.

17-18 იანვარს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 20 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 14 გრადუსამდე გათბება. – ნათქვამია ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...