მთავარისიახლეებისაზოგადოებათავდასხმა ტელეკომპანია ,,ტაბულას'' ჟურნალისტებზე

თავდასხმა ტელეკომპანია ,,ტაბულას” ჟურნალისტებზე

Published on

წუხელ თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე  ტელეკომპანია ,,ტაბულას'' თანამშრომლებზე  თავდასხმა მოხდა –  რესტორან ,,ჭაშნაგირში''  მყოფ ჟურნალისტებს ნინო მაჭარაშვილს, ლევან სუთიძეს, ირაკლი კიკნაველიძეს თანამშრომლებს და ავთო ქორიძეს რამდენიმე   უცნობმა  პირმა  ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დაააზიანა. 

ტაბულას ტელეწამყვანი ლევან სუთიძე ამბობს, რომ თავდამსხმელები მოტივად  რელიგიურ თემატიკაზე მომზადებულ გადაცემებსა და რეპორტაჟებში ,,ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. მძიმე დაზიანებები არც მას და არც მასთან ერთად მყოფ სხვა პირებს არ მიუღიათ. 

 შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, არც ერთი თავდამსხმელი დაკავებული არ არის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

დღეს დილით მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააავრცელა საქართველოს ჟურნალისტური თიკის ქარტიის საბჭომ/ საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი. საბჭოს განცხადებით, დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტზე თავდასხმაან რაიმე ტიპის ძალადობა.   

 

 

 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...