მთავარისიახლეებისაზოგადოებასტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

Published on

თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი. აფეთქება დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ისტორიული "სულთანაჰმედის" მოედანზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. პოლიციას შემთხვევის ადგილი გადაკეტილი აქვს. "სულთანაჰმედის" მოედანი სტამბოლში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...