მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ დღეებში მე გავასაჯაროებ არონიას ლობისტებს და მის ინფორმატორებს.

ამ დღეებში მე გავასაჯაროებ არონიას ლობისტებს და მის ინფორმატორებს.

Published on

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომელი ნონა უბილავა ბოლო პერიოდში ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსებს აქვეყნებს,რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უბილავა ხელმძღვანელობას უპირისპირდება." მე თქვენს კარიერას მალე დავამთავრებ!! გპირდებით!!!თქვენ საკუთარი მიდგომით უპირისპირდებით საკუთარ ხელისუფლებას, ხალხს და საკუთარ თავს !!!" ადამიანებო. გაიგეთ ერთი რამ!..მე ვიყავი არასამთავრობო სექტორში წლების გავმავლობაში და ვიცავდი დევნილის უფლებებს. შესაბამისად ბევრი მათგანი ჩემი ბენეფიციარი იყო , ამიტომ ნუ გიკვირთ თუ ამჟამადაც ისინი პრობლემის დროს მირეკავენ . ამ კითხვას ნუ სვამთ. თქვენ იმაზე იმუშავეთ, რომ დაგირეკონ თქვენ! გპირდებით . მე ხელს არ შეგიშლით! მე თქვენ დაგეხმარებით !ოღონდ ნუ თამაშობთ , რომ ყველაფერი იცით. რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ნუ გგონიათ , რომ დედამიწის საყრდენი ხართ. ისინი ჩვენგან ბევრ რამეს კი არ ითხოვენ. ადამიანური სითბო , გულწრფელობა და ელემენტარული მხარდაჭერა სრულიად საკმარისია მათი ნდობის მოსაპოვებლად. მაგრამ როცა ამის გაცემაც არ გინდათ , შემდეგ მათი მხრიდანაც დანდობას ნუ ელით …და არც აგრესია არ გაგიკვირდეთ…თუ თქვენ გაქვთ სურვილი ეხლავე შეგახსენებთ შეკვეთილ აქციებს ბატონი ყოლბაიას წინააღმდეგ, ადგილის შენარჩუნების ბინძურ მეთოდოლოგიას , წასვლის და საკუთარი კანდიდატურის მოყვანის არასწორ გზებს. უკვე სერიოზულად მოგიწევთ პასუხი აგოთ გალელების შეურაცყოფაზე, თქვენს უვიცობაზე და დანაშაულზე !!! “ამ რამოდენიმე ხნის წინ გავარცელე მიმართვის ტექსტი , სადაც მივმართე დევნილ მოსახლეობას, რომ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს გამომძალველი რამაზ არონია. მე პოზიცია არ შემიცვლია და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს უარყოფით განწყობას ამ ადამიანის და მისი გარემოცვის მიმართარასოდეს არ დავინდობ ამ ტიპის ადამიანებს.არასოდეს არ ვიქნები იქ,სადაც ისინი დგანან! ისინი მუდმივ რეჟიმში იგრძნობენ ჩემს სიძულვილს და შიშს , რომ ყველა მათ ქცევას ექნება ადეკვატური პასუხი!უფრო მეტიც. ამ დღეებში მე გავასაჯაროებ არონიას ლობისტებს და მის ინფორმატორებს.ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ. ამ ქვეყანაზე უზენაესი არის კანონი და მისი დაცვა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაც არის და ვალდებულებაც”.– წერს ნონა უბილავა.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...