მთავარისიახლეებიპოლიტიკაამის მერე ვინმეს აქვს კიდევ დარჩენილი კითხვები თუ რა მიზანს ემსახურება ივანიშვილი?!...

ამის მერე ვინმეს აქვს კიდევ დარჩენილი კითხვები თუ რა მიზანს ემსახურება ივანიშვილი?! – თენგიზ გუნავა ,,გაზპრომთან” მიმდინარე საიდუმლო გარიგებას ეხმაურება

Published on

პოლიტიკოსები და ექსპერტები   კრიტიკულად ეხმაურებიან რუსთავი 2-ის ეთერში გახმაურებული ინფორმაციას  იმის შესახებ, რომ   საქართველოს ხელისუფლება საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია ,,გაზპრომთან''. ისინი ამაში  საქართველოსთვის საზიანო  დანაშაულებრივ გარიგებას ხედავენ.

ექსპერტების აზრით, გაზპრომის შემოსვლა უარყოფითად იმოქმედებს  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე, მით უფრო, რომ ეს შექმნის წინაპირობას აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნისთვის და ხელს შეუწყობს რუსეთის ინტერესების გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური გამოხმაურებები და შეფასებები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ხელისუფლება დუმს და არანაირი ოფიციალური განცხადება, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა მსგავსი მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ჯერაც არ გაუკეთებია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს აღნიშული დოკუმენტის გასაჯაროებას და წინააღმდეგ შემთხვევაში  აანონსებს აქტიურ კამპანიას ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით.

,, ივანიშვილი და მისი მთავრობა ჯიუტად ცდილობს საქართველოში შემოიყვანოს რუსული სახელმწიფო კომპანია " გაზპრომი"! ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს რომ პირველ რიგში მან დაუმტკიცოს პუტინს ერთგულება და დამატებით პირადად მიიღოს ამ პროექტიდან ფინანსური სარგებელი! ეს არის კრემლის დაკვეთა, საქართველო აქციოს მასზე ბოლომდე დამოკიდებული და ცოტა ხანში ალბათ დაძრავენ საკითხს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზე, რომლის პირობა მან დადო ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრისას! – ასე ეხმაურება თავის ფეისბუქ გვერდზე  ოკუპანტ ქვეყანასთან დადებული მსგავსი ხელშეკრულება-გარიგება წარმოადგენს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატს, სხვა შეფასების მიცემა ამ პროცესების მიმართ ძნელია გააკეთოს საღი აზროვნების ადამიანმა!!!" – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი თენგიზ გუნავა თავის ფეისბუქგვერდზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ  გაზპრომთან მოლაპარაკებებში ცუდს ვერაფერს ხედავს, რადგან  რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და ,,საქართველომ რომ რუსული გაზი იყიდოს დღეს ამაში კრიმინალი არაფერია''

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...