12 იანვარს, ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

0
423
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ზუგდიდის განვითარების ფონდ „ერთსულოვნებისა“ და „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით 12 იანვარს, 18:00 საათზე ზუგდიდის კულტურის ცენტრის "ოდიშის" საკონცერტო დარბაზში გაიმართება ტრადიციული საშობაო-საქველმოქმედო საღამო "ერთსულოვნება."
„კონცერტში მონაწილეობენ მარიამ ლიკლიკაძე, თათია ყურაშვილი და სხვა მომღერლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ღონისძიების მიზანია, სასულიერო პირებისა და საერო ხელისუფლების, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორების, ასევე რეგიონის საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, იმ შესაწირავით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გავიღებთ, გავუწიოთ დახმარება რეგიონში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ და მზრუნველობა მოკლებულ ადამიანებს, გავულამაზოთ და ავუმაღლოთ მათ სადღესასწაულო განწყობა.
"ეს ღონისძიება გვაძლევს შესაძლებლობას დავანახოთ მათ ჩვენი სიყვარული, ერთობა და თანადგომა. გვჯერა, რომ გულმხურვალებით მიიღებთ ჩვენს ინიციატივას და აქტიურად ჩაერთვებით ამ საქველმოქმედო საქმეში. ერთსულოვნებით განვავითაროთ ზუგდიდი!“ – აცხადებს ფონდის პრეზიდენტი დავით შამათავა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელე-რადიოკომპანია "ოდიში", ინტერნეტგამოცემა livepress, რადიო "ათინათი", smo.ge, "ზუგდიდელები"
ბილეთის ფასი: 10 ლარი.
საბანკო რეკვიზიტები: ზუგდიდის განვითარების ფონდი "ერთსულოვნება"
ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი :GE43LB0115115478038000
წინა სტატიაუბედური შემთხვევა გუდაურში. გარდაცვლილი გოგონა სამეგრელოში ფართოდ ცნობილი ლიტერატორის შვილიშვილია
შემდეგი სტატიალეო მესი 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური